weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დავიცავთ აბიტურიენტების უფლებებს – განათლების სამინისტრო ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე

17:25 შაბათი, 29 ივნისი 2019

განათლების სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება. ამასთან, სამინისტროს ცნობით, ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა, რასაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან იწყება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის ინფორმაციით, 175 აბიტურიენტი ცდილობს, მოახერხოს და გამოცდები ამ დღეს ჩააბაროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]