„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა, რასაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან იწყება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის ინფორმაციით, 175 აბიტურიენტი ცდილობს, მოახერხოს და გამოცდები ამ დღეს ჩააბაროს.