მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით დამოუკიდებლად არ მოქმედებს.
„ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დაალაგებს ქვეყანაში ურთიერთობას, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოწიეს, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს - ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი“, – განაცხადა მატვიენკომ.
მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის არავითარი კონფლიქტი არ არის და პროვოკაცია დაიგეგმა იმისთვის, რომ „რუსოფობიული ტალღა“ მოჰყოლოდა.