weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა – პრემიერის პასუხი სტუდენტებს

12:39 ორშაბათი, 01 ივლისი 2019

სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის ღია წერილს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მთავრობის დაქვემდებარებაში ახალგაზრდული პლატფორმა შეიქმნება, რომელიც ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას გააერთიანებს.

„მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.

მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით. ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში.

35 სტუდენტი, რომელიც ღია წერილს აწერს ხელს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნას თხოვენ. ისინი მიესალმებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას.

„დღეს შესაძლოა, ყველა ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი საფრთხის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ობიექტურად შეფასებული 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. თუ ვთანხმდებით სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაზე, დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმის მიტანა, თუმცა ამავდროულად, დაუშვებელი და გაუმართლებელია სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენება ახალგაზრდების მიმართ. არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა უკვე არაერთხელ მიმართა პრემიერ-მინისტრს, შექმნილიყო საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი იქნება სწორედ კომუნიკაციის გაძლიერება მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დაუჭირეთ მხარი ამ ფორმატის შექმნას. დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში“, – ნათქვამია სტუდენტების საინიციატივო ჯგუფის წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]