„თუ მას კითხვები ექნება, ყოველთვის მზად ვართ განმარტებისთვის“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, „რუსეთში უყვართ და პატივს სცემენ ქართველებს, ასევე ძალიან აფასებენ ქართული კულტურის წარმომადგენლებს“.
„რუსეთში არ შეუძლიათ დადებითად მიიღონ, უფრო ზუსტად, საერთოდ არ არიან მზად მიიღონ ექსტრემისტებისა და ნაციონალისტების მოქმედებები, მით უმეტეს, ის აგრესიული მოქმედებები, რომლებიც მიმართულია ჩვენი პარლამენტარების წინააღმდეგ“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
ნინო ქათამაძემ გუშინ განაცხადა, რომ 22 ივნისს რუსეთში ბოლოჯერ გამართა კონცერტი. მომღერალი სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს და ბოდიშს უხდის მის მონაწილეებს იმისთვის, რომ 20 ივნისის ღამეს მათ გვერდით არ იდგა.