weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გუნდში გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს – ეკატერინე ტიკარაძე

17:41 სამშაბათი, 02 ივლისი 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მმართველ გუნდს კითხვები არ აქვს.

20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრიობა დაიცვა.

„მინდა ვიყოთ კორექტულები და გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და გიორგი გახარიას ვალდებულება ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფოებრიობის დაცვა, რაც მან შეასრულა. ჩვენ გუნდში ვართ ერთიანი და გიორგის მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე.

20 ივნისიდან თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]