20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრიობა დაიცვა.
„მინდა ვიყოთ კორექტულები და გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და გიორგი გახარიას ვალდებულება ამ შემთხვევაში იყო სახელმწიფოებრიობის დაცვა, რაც მან შეასრულა. ჩვენ გუნდში ვართ ერთიანი და გიორგის მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძე.
20 ივნისიდან თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.