weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აქციის დაშლა არ მომხდარა, ეს იყო მოგერიება – კახა კალაძე

14:55 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, საზოგადოებამ მოვლენების განვითარება იხილა და ამ ფაქტის დამახინჯება მიუღებელია.

„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა. ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი, თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე. გვახსოვს ჩვენ, როგორ განვითარდა მოვლენები. თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დავინახოთ რეალურად რა იყო და როგორ იყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს.

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას.

ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელი განცხადებების, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო, ეს ყველაფერი თქვენს მიერაა გადაღებული და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]