„ირაკლის მუსიკა თავისი მასშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლიტ თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. [....] როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“, – წერს ქეთათო სოციალურ ქსელში.
მომღერლის ამ განცხადებას აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის“.
„არავის აქვს უფლება - მეუღლის ჩათვლით - რომ იგი მიისაკუთროს. თუმცა ოკ, თუ არ უნდა ქეთათოს, არ გავუშვებთ. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი ჩარკვიანს სამოქალაქი პროტესტის ხმად ყოფნა უფრო გაეხარდებოდა, ვიდრე თაროზე შემოდება“, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.