weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

როცა ოკუპაციას აპროტესტებ, სხვისი საკუთრება არ უნდა მიიტაცო – ქეთათო აქციების ორგანიზატორებს

15:24 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

მომღერალმა ქეთათომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები მისი გარდაცვლილი მეუღლის, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების უნებართვოდ გამოყენებისთვის გააკრიტიკა და საავტორო უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი.

„ირაკლის მუსიკა თავისი მასშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლიტ თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. [....] როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა, თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო“,  – წერს ქეთათო სოციალურ ქსელში.

მომღერლის ამ განცხადებას აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის“.

„არავის აქვს უფლება - მეუღლის ჩათვლით - რომ იგი მიისაკუთროს. თუმცა ოკ, თუ არ უნდა ქეთათოს, არ გავუშვებთ. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი ჩარკვიანს სამოქალაქი პროტესტის ხმად ყოფნა უფრო გაეხარდებოდა, ვიდრე თაროზე შემოდება“, – ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]