weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვომობთ – გრიგორი კარასინი

15:07 ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ კარასინმა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში აღნიშნა.

„სხვა არანაირი ალტერნატივა არ გაგვაჩნია: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს. სხვა ფორმატები არ არსებობს. ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვზრდით შეიარაღებას და ვომობთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსია საუკეთესო საშუალებაა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაგროვილი ნევროზულობისა და ნეგატივისგან გათავისუფლდე“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ჟენევის დისკუსიების ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]