weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კულტურის მიმართულებით საჭიროა რეფორმები – მინისტრი მიხეილ გიორგაძის გადადგომაზე

12:46 პარასკევი, 05 ივლისი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თავისი პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის გადადგომას გამოეხმაურა და კერძო სექტორში საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას.

რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ გიორგაძემ, რომელიც 2014 წლიდან მინისტრის, ხოლო 2018 წლიდან მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, კერძო სექტორში გადაწყვიტა დაბრუნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]