weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზუგდიდის მერს, გიორგი შენგელიას საარჩევნო ბანერებზე ცალი თვალი „აუხვიეს“

13:34 პარასკევი, 05 ივლისი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი შენგელიას საარჩევნო ბანერებზე, რომლებიც დღემდე განთავსებულია ქალაქში, ცალი თვალი წითელი ლენტით „აუხვიეს“. ფოტოებს ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესი“ ავრცელებს.

ახვეული თვალი 20 ივნისიდან თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების სიმბოლოდ იქცა. ცალ თვალზე ლენტის გაკეთებით ან ხელის აფარებით სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგეს.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლას. 20 ივნისს, დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

20 ივნისის აქციის დროს დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, რასაც სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გამოყნებით აქციის დაშლა მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ სახეში, თავსა და სასქესო ორგანოებში.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]