weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარია ზახაროვამ გიორგი გაბუნიას განცხადებებს „საქართველოს უბედურება“ უწოდა

13:42 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ვლადიმერ პუტინის შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომლებიც გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გააკეთა, „საქართველოს უბედურება“ უწოდა.

„საქართველოს უბედურება“, – განაცხადა მან სააგენტო „ტასს“-სთან ინტერვიუში ქართველი ჟურნალისტის საქციელზე.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს იყო გაბუნიას საავტორო ტექსტი და ტელეარხისთვის კატეგორიულად მიუღებელია წამყვანის თვითგამოხატვის ფორმა. მისივე თქმით, ამ საკითხზე ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოში იმსჯელებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვანის „არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას“, გარდა ამისა, ამცირებს მედიისადმი ნდობას და აზარალებს ეთიკურ მედიას.

ხელისუფლების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეფასებით, ტელეწამყვანის მიმართვას პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა და დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცენ ტელეკომპანიის და კონკრეტულად გიორგი გაბუნიას საქციელს.

გაბუნიას განცხადებებს „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია მოჰყვა. გვიან ღამით ტელეკომპანიასთან შეკრებილების ნაწილი გიორგი გაბუნიას „რუსთავი 2“-ის და ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებდა, ნაწილი კი მთლიანად ტელეკომპანიის დახურვას ითხოვდა. აქციის გამო, ტელეარხს მაუწყებლობა დროებით შეწყვეტილი ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]