weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს – ღურწკაია

14:45 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი დიანა ღურწკაია მიიჩნევს, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ, ოფიციალურ დონეზე, ბოდიში უნდა მოიხადოს. ამის შესახებ ღურწკაიამ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ძალიან სამარცხვინოა... მსგავსი გამონათქვამები ნებისმიერი ადამიანის მისამართით ტელევიზიაში უბრალოდ დაუშვებელია. სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვთ თუ ეს შეგნებული პროვოკაციაა სახელის მოსაპოვებლად. მისი [გიორგი გაბუნიას] საქციელი საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ“, – განაცხადა ღურწკაიამ.

მისივე თქმით, სწორედ ამას ითხოვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც გვიან ღამით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ამ შემთხვევაში სტანდარტულად სინანულის გამოხატვა საკმარისი არ იქნება. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე ბოდიში უნდა მოიხადოს“, – აცხადებს დიანა ღურწკაია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]