სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა.
„ვხედავთ, რომ საქართველოში კვლავ არის რუსოფობიური განწყობები, ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს [...] ის არამეგობრული ქცევა, რასაც დღეს აქვს ადგილი, ადეკვატურად უნდა შეფასდეს“, – განაცხადა დუმის ვიცე-სპიკერმა.
მისივე თქმით, საქართველოდან იმპორტის და ფულადი გადარიცხვების აკრძალვა სახელმწიფო დუმის საბჭოს სხდომაზე დღეს იქნება განხილული.
სააგნტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ტატიანა მოსკალკოვა მოითხოვს, რომ საქართველოსთან სოციალური ფულადი გადარიცხვები შენარჩუნდეს, კერძოდ, ისინი, რომლებიც პენსიას და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ეხება.