„მაინტერესებდა, როგორი პროტესტებია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა. ჩემი აზრი ეს არის. ყველას სჯერა, რომ თვითონ არის მართალი და სწორ გზას ადგას.
მე ვფიქრობ, უნდა მონახონ ერთი გზა და ერთად იარონ გამარჯვებისკენ. პარტიებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს, როგორც სხვაგან არის - ყველა უთანხმდება ერთმანეთს და ერთად წყვეტენ საკითხებს და არა ისე - გაალმასებული ერთმანეთზე. ეს არის სირცხვილი ქართველი ერისთვის“, – განაცხადა კიტოვანმა.
მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეობის აღსადგენად ჩამოვიდა: „პასპორტი მინდა ავიღო ქართული, იმიტომ, რომ ქართული პასპორტი და მოქალაქეობა ჩამომართვეს. მინდა, რომ დავუბრუნდე ჩემს კუთხეს, ჩემს საქართველოს, ჩემს ხალხს“.
ტელეკომპანია „რუსთავის 2“-თან საპროტესტო აქცია 8 ივლისს, საღამოს განახლდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერება საკმარისი არაა და მან, ტელეარხის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასთან ერთად, „რუსთავი 2“ უნდა დატოვოს.