weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა – კიტოვანი „რუსთავი 2თან აქციაზე იმყოფებოდა

10:18 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თენგიზ კიტოვანი მივიდა. მისი თქმით, საქართველოში დაპირისპირება „არ ვარგა“.

„მაინტერესებდა, როგორი პროტესტებია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა. ჩემი აზრი ეს არის. ყველას სჯერა, რომ თვითონ არის მართალი და სწორ გზას ადგას.

მე ვფიქრობ, უნდა მონახონ ერთი გზა და ერთად იარონ გამარჯვებისკენ. პარტიებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს, როგორც სხვაგან არის - ყველა უთანხმდება ერთმანეთს და ერთად წყვეტენ საკითხებს და არა ისე - გაალმასებული ერთმანეთზე. ეს არის სირცხვილი ქართველი ერისთვის“, – განაცხადა კიტოვანმა.

მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეობის აღსადგენად ჩამოვიდა: „პასპორტი მინდა ავიღო ქართული, იმიტომ, რომ ქართული პასპორტი და მოქალაქეობა ჩამომართვეს. მინდა, რომ დავუბრუნდე ჩემს კუთხეს, ჩემს საქართველოს, ჩემს ხალხს“.

ტელეკომპანია „რუსთავის 2“-თან საპროტესტო აქცია 8 ივლისს, საღამოს განახლდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერება საკმარისი არაა და მან, ტელეარხის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასთან ერთად, „რუსთავი 2“ უნდა დატოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]