weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კომუნისტები რუსეთში „ქართული სამზარეულოს პროპაგანდის“ შეწყვეტას ითხოვენ

16:53 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

რუსეთის კომუნისტური პარტია სახინკლეებისთვის სახელის გადარქმევას და „საპილმენის“ დარქმევას ითხოვს, რისთვისაც უკვე მიმართეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურს „როსპოტრებნადზორს“.

პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, იაროსლავ სიდოროვი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ „ხისტი საპასუხო ზომები ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა მიეღოთ“.

„ჩვენს საზოგადოებაში ბოლო წლებში, სამწუხაროდ, გაჩნდა გარკვეული კეთილგანწყობილი-ლიბერალური ურთიერთობა საქართველოსთან, თითქოსდა არ არსებობდეს ეს ანტირუსული კამპანია. მოუწოდებენ საქართველოში დასვენებისკენ, ყველგან ქართული სამზარეულოს დაწესებულებებია. პოლიტიკურად ეს არასწორია და რუსეთს ამცირებს. გვაფურთხებენ და ჩვენ ზედ ვიწმენდთ.

კომუნისტური პარტია გთავაზობთ ბოლო მოვუღოთ ყველაფერი ქართულის კულტს რუსეთში. არ გვჭირდება ამ რაოდენობის სახინკლეები. ყველას საპილმენეები უნდა დავარქვათ, ხოლო ხაჭაპური – ეს ყველაზე ჩვეულებრივი რუსული „პიშკები“ და „პიროგებია“, უბრალოდ განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება. ხაჭაპურის ნაცვლად, ყველგან უნდა დავაწეროთ „პიშკები“, – განაცხადა სიდოროვმა.

კომუნისტური პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ მათ მიერ ინიცირებული შეზღუდვები დროებითი იქნება.

„გავა დრო, აღდგება კავშირის სახელმწიფო, ისევ იქნება საბჭოთა საქართველო და მაშინ, შესაძლებელი იქნება, ქართული სამზარეულოსთვის შესაბამისი ყურადღების დათმობა, ახლა კი ჩვენ, ფაქტობრივად, საკუთარი მოწინააღმდეგის პროპაგანდას ვეწევით“, – განაცხადა სედოროვმა.

მისივე თქმით, უფრო მეტი პროპაგანდა უნდა გაუწიონ „მეგობრული ქვეყნების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამზარეულოს – მათი კერძები უფრო გემრიელი და იაფია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]