პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, იაროსლავ სიდოროვი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ „ხისტი საპასუხო ზომები ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა მიეღოთ“.
„ჩვენს საზოგადოებაში ბოლო წლებში, სამწუხაროდ, გაჩნდა გარკვეული კეთილგანწყობილი-ლიბერალური ურთიერთობა საქართველოსთან, თითქოსდა არ არსებობდეს ეს ანტირუსული კამპანია. მოუწოდებენ საქართველოში დასვენებისკენ, ყველგან ქართული სამზარეულოს დაწესებულებებია. პოლიტიკურად ეს არასწორია და რუსეთს ამცირებს. გვაფურთხებენ და ჩვენ ზედ ვიწმენდთ.
კომუნისტური პარტია გთავაზობთ ბოლო მოვუღოთ ყველაფერი ქართულის კულტს რუსეთში. არ გვჭირდება ამ რაოდენობის სახინკლეები. ყველას საპილმენეები უნდა დავარქვათ, ხოლო ხაჭაპური – ეს ყველაზე ჩვეულებრივი რუსული „პიშკები“ და „პიროგებია“, უბრალოდ განსაკუთრებული რეცეპტით მზადდება. ხაჭაპურის ნაცვლად, ყველგან უნდა დავაწეროთ „პიშკები“, – განაცხადა სიდოროვმა.
კომუნისტური პარტიის ლიდერს იმედი აქვს, რომ მათ მიერ ინიცირებული შეზღუდვები დროებითი იქნება.
„გავა დრო, აღდგება კავშირის სახელმწიფო, ისევ იქნება საბჭოთა საქართველო და მაშინ, შესაძლებელი იქნება, ქართული სამზარეულოსთვის შესაბამისი ყურადღების დათმობა, ახლა კი ჩვენ, ფაქტობრივად, საკუთარი მოწინააღმდეგის პროპაგანდას ვეწევით“, – განაცხადა სედოროვმა.
მისივე თქმით, უფრო მეტი პროპაგანდა უნდა გაუწიონ „მეგობრული ქვეყნების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამზარეულოს – მათი კერძები უფრო გემრიელი და იაფია“.