weather cur horoscope tv
სექტემბერი 23, 2019

რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? – დეპუტატი ადა მარშანია გენპროკურორს

16:59 ოთხშაბათი, 10 ივლისი 2019 hits 135

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისწევრი, პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია გნერალურ პროკურორს მიმართავს კითხვით, რატომ არ არის დაპატიმრებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი გიორგი გაბუნია. მარშანია ამბობს, რომ ჟურნალისტმა ვლადიმერ პუტინის გინებით საზოგადოებასაც მიაყენა შეურაცხყოფა.

„თადუმაძე აუუუ! არსებობთ როგორც პროკურორი საერთოდ ქვეყანაში? სად ბრძანდებით? რატომ არ არის აქამდე დაპატიმრებული გაბუნია? ამ საქმეში მხოლოდ პუტინის გინების პრობლემაა? ჩვენ, საზოგადოებას შეურაცხყოფა არ მოგვაყენეს?! თუ ბელადის ბრძანებას ელოდებით?!“, – წერს ადა მარშანია „ფეისბუქში“.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იმ დღესვე გაემიჯნა გაბუნიას გამოხატვის ფორმას, მეორე დღეს კი ამ საკითხზე ტელეარხის თვითრეგულირების ორგანომ იმსჯელა და ტელეწამყვანს უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

გაბუნიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა რუსეთის დუმის დეპუტატებმა და ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმაც მოითხოვეს. ამ საკითხზე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ტელეწამყვანისთვის დიდი პატივი იქნებოდა მის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. „გააგრძელოს მაუწყებლობა“, – თქვა პუტინმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]