weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჭიროა ახალი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის - ბახტაძე

11:16 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

„ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიზნების ერთგულნი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მზად ვართ ვაკეთოთ მეტი, თუმცა თქვენგანაც მეტია საჭირო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასოცირების შეთანხმება საქართველოს ისტორიაში საეტაპო მოვლენა იყო, რომელიც ქეყანას მის ძირძველ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

„ასოცირების შეთანხმების სრული ძალით ამოქმედების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეში გაწევრიანების შემდეგ გაგვიჩნდა მუხტი, რომელიც უკვალოდ ვერ დაიკარგება. ხსენებული თარიღიდან საქართველოსა და ევროპის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები აყვავების გზას დაადგა, ხოლო ეკონომიკური შესაძლებლობები გამოცოცხლდა. ბუნებრივად ვითარდება და იზრდება კულტურული კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან საერთო ევროპული იდენტობა გაგვაჩნია. ქართულ კულტურას გადამწყვეტი როლი აკისრია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან სწორედ კულტურა და საერთო ფასეულობებია მთავარი კატალიზატორი და დასაბუთება იმისა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილია საქართველო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. „გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია წელს „აღმოსავლეთ  პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. კონფერენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის პირები მონაწილეობენ. ღონისძიების ფარგლებში შეჯამდება საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების მიერ განვილილი გზა, თანამშრომლობის შედეგები და დაისახება სამომავლო გეგმები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი დოკუმენტი გაფორმდება, მათ შორის სამართალდამცავ და კრიზისების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ასევე გაფორმდება ორი ფინანსური დოკუმენტი, რომელთა საერთო მოცულობა ითვალისწინებს 47 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]