weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა აქვს, ოკუპაცია და სიღარიბე - ბახტაძე

12:03 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

„საქართველოში შექმნილი ყველა დადებითი მუხტის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა კვლავ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, სრული მასშტაბით მიმდინარეობს მზარდი მილიტარიზაცია და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მასშტაბი. მთავრობის მეთაურის განცხადებით,  5-6 ჯერ შემცირდა ადგილობრივი მცხოვრებლების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა.

საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება.

ამასთან დაკავშირებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამოწვევები არა მხოლოდ ქართველების დასაძლევია, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მიზანია მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველვყოთ საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების მიზანმიმართულ უგულვებელყოფასთან შეუგუებლობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]