weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გადადგომა ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევაა – შს მინისტრი

23:04 ხუთშაბათი, 11 ივლისი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თანამდებობას იმიტომ არ ტოვებს, რომ ეს არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ მისგან გაქცევა იქნება. ამ საკითხზე გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

20 ივნისიდან თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.

გადაცემა „რეაქციის“ წამყვანის, ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე – მიაჩნია, თუ არა რომ გადადგომა არის სწორი გამოსავალი, მინისტრმა უპასუხა:

„მოდით შევთანხმდეთ ერთ რამეზე და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, ამ მომენტში წასვლა და აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

ის, რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, როდესაც გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და რაღაც შეცდომებზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად.

როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული ადამინების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე დაინსტიტუციების ნგრევის და ჩამოშლის მიზნით ცდილობენ შეჭრას პარლამენტის შენობაში; როდესაც დღესაც ვერ ხსნიან რა მიზნით და რა უდნა ყოფილიყო შემდეგ ნაბიჯი და შენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ან ამ ქვეყნის რომელიმე თანამდებობის პირი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო? გადაარჩინო შენი იმიჯი, თუ მიიღო ის გადაწყევტილება და შეასრულო, შეუთანხმდე ან შეეგუო რაღაც კომპრომისს და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, საქართველოში ფიზიკური ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება, შეუძლებელი უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]