weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ივანიშვილი გვეთანხმება, რომ ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო – გახარია

10:24 პარასკევი, 12 ივლისი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეთანხმება შსს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის დროს ძალის გამოყენება ლეგიტიმური და პროპორციული იყო.

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“, წამყვანის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი, შს მინისტრმა უპასუხა:

„რას ნიშნავს? შემდეგ მქონდა, კი. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ეს არის ის ძირითადი მოვალეობა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ნაწილში, რომ იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე, როგორც ჩვენ, ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი.“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]