weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტში შევარდნით სახელმწიფო არ ტრიალდება – თინა ხიდაშელი

10:42 პარასკევი, 12 ივლისი 2019

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში შს მინისტრის, გიორგი გახარიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის აქციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენება „იყო მოგერიების ღონისძიება შტურმის, სახელმწიფოს ინსტიტუტის, მოქალაქეების, პოლიციელების სიცოცხლის დასაცავად“.

„​მინისტრი ამბობს: იყო შტურმი; ვმოქმედებდით მოგერიებისთვის; დღესაც ვერ ხსნიან, რა მიზნით აპირებდნენ შეჭრას. ეს გახარიას სიტყვებია. ასევე გახარიას სიტყვებია „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“.

ბატონო მინისტრო, არ ვიცი, თქვენი განათლება რა არის, მაგრამ იურისტის რჩევები უნდა მიგეღოთ ეთერამდე: სახელმწიფო გადატრიალება არ არის ემოციური დანაშაული, არც აფექტის მდგომარეობაში დგება,  არც პარლამენტში შევარდნით ტრიალდება სახელმწიფო. ეს არის კარგად დაგეგმილი ქმედება რომელიც აუცილებლად ნიშნავს, თუნდაც დასაცინი, მაგრამ მაინც გეგმის არსებობას ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილებისთვის. თქვენი პირველი სამი განაცხადი კი ამას უბრალოდ გამორიცხავს. იქნებ ჩამოყალიბდეთ, რისთვის იბრძოდით იმ ღამეს.

და კიდევ ერთი: პოლიციის პირველი ფუნქცია ადამიანების დაცვა და მათთვის საფრთხის არიდებაა და მხოლოდ ამის შემდეგ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, რომელსაც კონკრეტულ მომენტში კონკრეტული ფუნქცია აქვთ“, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ გიორგი გახარიას განცხადებამდე გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. მათივე განმარტებით, ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებები უნდა მოჰყოლოდა.

პროკურატურის განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 225-ე და 315-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]