„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, – წერს საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საჯარო პოსტზე, რომლის ავტორი ინგა გრიგოლიას მიმართავს და ეკითხება, გუშინდელი ინტერვიუს დროს, რატომ არ ახსენა 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაშავებული დიმიტრი ნაყოფია.
„რეგინფო“ ლევან ონიანს დაუკავშირდა, თუმცა გვითხრეს, რომ ის შეხვედრაზეა და ამ მიზეზით, კომენტარის გაკეთებას ვერ შეძლებს. ჩვენს ზარებს არც საკრებულოს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურში უპასუხეს.
ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში, გუშინ, 11 ივლისს ჩაწერა. გადაცემის თემა 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დარბევა იყო.