weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – საკრებულოს თავმჯდომარე ინგა გრიგოლიაზე

14:45 პარასკევი, 12 ივლისი 2019

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან ონიანმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუს გამო, გადაცემა „რეაქციის“ წამყვანს, ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, – წერს საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საჯარო პოსტზე, რომლის ავტორი ინგა გრიგოლიას მიმართავს და ეკითხება, გუშინდელი ინტერვიუს დროს, რატომ არ ახსენა 20 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაშავებული დიმიტრი ნაყოფია.

„რეგინფო“ ლევან ონიანს დაუკავშირდა, თუმცა გვითხრეს, რომ ის შეხვედრაზეა და ამ მიზეზით, კომენტარის გაკეთებას ვერ შეძლებს. ჩვენს ზარებს არც საკრებულოს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურში უპასუხეს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში, გუშინ, 11 ივლისს ჩაწერა. გადაცემის თემა 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დარბევა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]