weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არც კი უკადრებიათ გადატრიალების მცდელობაზე შეკითხვა დაესვათ – სანიკიძე

17:38 შაბათი, 13 ივლისი 2019

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს, აცხადებს, რომ გამომძიებელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე შეკითხვა არ დაუსვამს.

როგორც პირველ არხთან სანიკიძემ განაცხადა, შეკითხვები იყო იმის შესახებ, თუ რა დაინახა, სად იყო და რომელი პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები იყვნენ ადგილზე.

„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე არც კი უკადრებიათ, ჩემთვის შეკითხვები დაესვათ. რაც არ ყოფილა, რა უნდა შემეკითხონ.

თუმცა, მე ვუთხარი მათ, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას თუ ეძებენ, ეს უნდა მოკითხონ ხელისუფლებას, რადგან მარტივი საკითხია, გახარია რატომ არ უშვებდა ქართველ მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში, როგორც თვითონ იძახის და რატომ შეუშვეს გავრილოვი.

ჩემთან საუბარში და შეკითხვებში ნამდვილად ვერ დავინახე გამომძიებლების ტენდენციურობა, მცდელობაც კი არ ქონიათ, კორექტულად იქცეოდნენ და ალბათ ფიქრობდნენ კიდევაც, რომ ასე ადვილად გასატეხი კაცი არა ვარ. საუბარში ვუხსენე, რომ გაუფრთხილებლად დაიწყო მიტინგის დარბევა, რაც იყო კატასტროფა ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც სიტყვიერი მოწოდება იყო დაშლისა და არც არაფერი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე 11 ივლისს დაიბარა.

20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, ხოლო 315-ე მუხლის მე-3 ნაწილი – ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]