weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

20 ივნისის აქციაზე პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო დესტრუქციული და სამარცხვინო – ვერძეული

11:18 კვირა, 14 ივლისი 2019

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული 20-21 ივნისის მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დიდი ხანია, ცხოვრებას საშინლად მირთულებს სიმართლის მიკროსკოპული სიზუსტით დადგენის მოთხოვნილება და სამართლიანობის ხაზების უზუსტესად გავლების სურვილი, მაგრამ ეს ღირსეული ბრძოლისთვის საჭირო და აუცილებელი მგონია.

20 ივნისი უმძიმესი დღე იყო ამ ქვეყნისთვის, რომელმაც ძველი ტრავმების და მეხსიერების გაცოცხლებასთან ერთად, ამ ქვეყანაში ახალი მსხვერპლები და უმძიმესი ისტორიები შექმნა. შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს თუ არა ხვალ, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აქციის დაშლის მძიმე შედეგებზე.

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ არის საჭირო ნახევარი სიმართლით ილაპარაკო. თვალი დახუჭო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც მოხდა და მოხდა არაერთხელ 20-21 ივნისს. არ გჭირდება თვალი დახუჭო და ენა ვერ მოიბრუნო იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე, რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია.

– დიახ, აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 22:00 საათიდან 24:00 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს;

– პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. ნიკა მელიას გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თითქოს შოკისმომგვრელი სიმშვიდე ჩანს, ჯერ ერთი, არ ფარავს იმ პერიმეტრს, სადაც ზუსტად ამ დროს პოლიციასთან შეტაკება გრძელდება და მეორე, არ ცვლის იმ როლს, რომელიც ნიკა მელიამ ამ აქციაზე მანამდე ითამაშა.

არცერთი მნიშვნელობის და სიმძიმის ბრძოლაში არ არის ზედმეტი დარჩე ადეკვატური და სამართლიანი“, – წერს სოფო ვერძეული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]