ამასთან, მისივე თქმით, 20 ივნისის აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო.
„ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს, ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, – აღნიშნავს ბოკერია.
ის ასევე ეხმაურება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისის აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და „დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფ, 24:00 საათამდე, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს“.
„პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება ათი ათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.