weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს – გიგა ბოკერია

12:13 კვირა, 14 ივლისი 2019

„მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ რიგში, გახარიას ეკისრება“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია.

ამასთან, მისივე თქმით, 20 ივნისის აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო.

„ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს, ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, – აღნიშნავს ბოკერია.

ის ასევე ეხმაურება ​„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, 20 ივნისის აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და „დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფ, 24:00 საათამდე, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს“.

„პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება ათი ათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]