weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში რუს დეპუტატებს შეხვდნენ

17:45 ორშაბათი, 15 ივლისი 2019

პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში იმყოფებიან, სადაც რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ რუს კოლეგებს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში დახმარება სთხოვეს.

„ჩვენს კოლეგებს, რუს დეპუტატებს ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დამყარებაში. რუსეთის ხელისუფლება ძალიან დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში. ამიტომ ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს ეს. ისინი დაგვთანხმდნენ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, ამ მოლაპარაკებების დროს შესაძლებელი იქნება სოხუმსა და ცხინვალში ქართველი დეპუტატების ვიზიტზე საუბარიც.

„დიალოგიდან გამომდინარე, ვიზიტი შეძლება შედგეს ან შეიძლება არ გამოვიდეს. ვიზიტები მოჰყვება საუბარს, მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მარშანიამ.

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრას დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, პარლამენტარები - გიორგი ლომია და ადა მარშანია, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი გოჩა თევდორაძე ესწრებოდნენ.

რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ს ქვეყნების და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი, ასევე მისი მოადგილეები კაზბეკ ტაისაევი და არტიომ კავინოვი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]