weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტის კომიტეტმა ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

14:06 სამშაბათი, 16 ივლისი 2019

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ახლა საკითხს პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს კენჭი. ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას.

ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. ქუცნაშვილმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით 28 ივნისს მიმართა.

იმის გამო, რომ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისის შემდეგ მოხდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარული არჩევნები აღარ ჩატარდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მომავალ წელს, სავარაუდოდ პროპორციული სისტემით გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]