weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

6 ქრონიკული დაავადების მედიკამენტების შეძენა გარკვეულ ჯგუფებს 1 ლარად შეეძლებათ – ბახტაძე

17:40 სამშაბათი, 16 ივლისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით,  ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ პირებთან, პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა ჯგუფებს, მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ.

„საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომელიც ძირითადად, მოიხმარება 6 ქრონიკული დაავადებისას. ეს გახლავთ გულსისხლძარღვთა, ფარისებრივი ჯირკვლის, დიაბეტის, ფილტვის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები.

მე საზოგადოებას ვპირდები, რომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტებისთვის იყოს მინიმალური“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატან ცვლილებას სწორედ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]