ლავროვის თქმით, რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს დაწესებული აკრძალვა, თუ საქართველოს ხელისუფლება „შეძლებს ქვეყანაში ვითარების დასტაბილურებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის არსებული საფრთხის აღმოფხვრის“. როგორც მან აღნიშნა, რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოში „რუსოფობიური განწყობების“ გაღვივებას ცდილობს, რაც პირველ რიგში, ზიანს აყენებს საქართველოსა და მის მოქალაქეებს.
ამასთან, სერგეი ლავროვის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დაგმო „რუსთავი 2“-ის წამყვანი გიორგი გაბუნია, რომელმაც პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვეტილია.