weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გახარიამ, მადლობა ღმერთს, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – ივანიშვილი

13:21 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

„გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანა საზოგადოება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას.

„რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება? რა თქმა უნდა, ეს სურდათ და ის, რომ გახარია გადადგეს, ნიშნავს, რომ შსს აღარ არსებობს. ძალადობა, ძალის მიტანა როდესაც ხდება ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტზე და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა, მან დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან სახელმწიფო და მოახერხა ის, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, უნდა გადამდგარიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის დაშლას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, ცალკეულ შემთხვევებზე კი გამოძიება მიმდინარეობს და ისინი, ვინც არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, პასუხს აგებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]