weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2016 წელს ФСБ-ს ყოფილი შეფი იყო საქართველოში, სად იყავით მაშინ? – ივანიშვილი

15:21 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

2016 წელს საქართველოში ФСБ-ს ყოფილი თავმჯდომარე იყო საქართველოში. სად იყავით მაშინ? – უთხრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს, რომლმაც ჰკითხა, შეთანხმებული იყო თუ არა მასთან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლა.

„2016 წელს, საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები - სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და გვარს ვერ გავიხსენებ, ФСБ-ს ყოფილი თავმჯდომარე. კავალიოვი? აბა თუ გამახსენებს ვინმე გვარს. 2016 წელს იყვნენ საქართველოში. სად იყავით მაშინ? სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს რასთან დაკავშირებით იყვნენ, აი რა მნიშვნელობა აქვს?!

აი, ეს არის ის, რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა, ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამოირიცხა რომ არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ. გეკითხებით, იცით რომ 2016 წელს სლუცკი იყო საქართველოში? იყო ФСБ-ს ყოფილი შეფი, როგორც დეპუტატი. სად იყავით მაშინ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პროტოკოლური შეცდომა იყო, როდესაც გავრილოვი „ჩაჯდა სპიკერის სავარძელში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]