weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გახარიას გადადგომა მარტო „ნაცებს“ უნდათ – ბიძინა ივანიშვილი

15:49 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა.

„ის, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადადგეს გახარია? „ნაცებს“ უნდათ მარტო. უნდათ იმიტომ, რომ ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ვერც ძალით ვერ მოვლენ, გარწმუნებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

20 ივნისის შემდეგ თბილისსა და რეგიონებში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.

გიორგი გახარიას განცხადებით, მის მიერ თანამდებობის დატოვება პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]