„ის, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადადგეს გახარია? „ნაცებს“ უნდათ მარტო. უნდათ იმიტომ, რომ ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ვერც ძალით ვერ მოვლენ, გარწმუნებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
20 ივნისის შემდეგ თბილისსა და რეგიონებში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.
გიორგი გახარიას განცხადებით, მის მიერ თანამდებობის დატოვება პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს.