weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა – წულუკიანი

12:52 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, პალატის დონეზე, საქმეზე - „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დავა სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა.

„შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების მექანიზმის მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;

დაუშვებლად ცნო სრულად „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა როგორც დაუსაბუთებელი, ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირები; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება მოსამართლე ნინო გვენეტაძეს.

ერთხმად დაუშვებლად ცნო სამივე მომჩივანის - ძმები ყარამანიშვილების და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს ნაწილში არაერთი პრეტენზია. 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ დააგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვლებისა და „ტვ საქართველოს“ სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც შეეხება მოსამართლეებს - ურთმელიძესა და თოდუას. ასევე ერთხმად დაადგინა, რომ ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი მოსამართლე ლადო ჭანტრურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილი იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.

როგორც თეა წულუკიანმა განმარტა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ასზე მეტი გვერდისგან შედგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]