weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისკენ – სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე

13:05 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ არსებულ ვითარებასთან შეგუებას არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს „მთელი საქართველო მიაქვს“.

„ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს - „რუსთავი 2“, ახლა მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება? წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თუ ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად, მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა

აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო და გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს? მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ის ყველას, მათ შორის პოლიტიკურ ძალებს, მობილიზაციისკენ მოუწოდებს: „ახლა არის საგანგებო სიტუაცია. ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]