weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული არხი ყოფილიყო – ლავროვი

09:47 პარასკევი, 19 ივლისი 2019

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი გააკეთა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გაავრცელა.

ზახაროვას ცნობით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი იყოს, ლავროვმა უპასუხა: „ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული არხი ყოფილიყო“.

მანამდე ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვს სურს ქართველი ხალხის მეგობარი იყოს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც 2017 წლის მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]