weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ მაინტერესებს – სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე

11:01 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

„არ მაინტერესებს“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე.

პრეზიდენტი გუშინ, 21 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი არცერთ აქტუალურ საკითხზე არ გააკეთა.

„სრული პოზიტივი დღე. არაჩვეულებრივი საქმე, რომელიც უნდა დააფასოთ. მიმაჩნია, რომ ის, რაც დღეს მოხდა, ეს 30 წელი, არაჩვეულებრივი საქმე ქვეყნისთვის ამ საექიმო დარგში არის ის, რაზედაც თქვენ უნდა საუბრობდეთ დღეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილმა.

18 ივლისს, როდესაც „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. […] მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას“, – ნათქვამი იყო პრეზიდენტის განცხადებში.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავდა, რომ სრულიად იზიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას.

„ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]