weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა ბესელიას მხრიდან პირადი ცხოვრების კადრებზე საუბარი უკვე დამღლელია – ცქიტიშვილი

18:31 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

რეგიონული განვითარების მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

„ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა. მას ჰქონდა საშუალება გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ცქიტიშვილმა.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე, რომელიც კვლავ გამოუძიებელია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ დასკვნებს თავად აკეთებს და მისი ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის, რომ მისი ფარული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]