„ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და NATO-სკენ მისი მისწრაფებების მხარდამჭერი, მაგრამ მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად“, – წერს ალექსანდრ ვერშბოუ Twitter-ზე.
ახალი ამბების სააგენტო 2020NEWS-ი, მათი თქმით, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდერ ვერშბოუს დანიშვნა გადაწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს რეკომენდაციით მოხდა.