weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ხალხთან შეხვედრები გვჭირდება, რომ ბიუჯეტი მათი საჭიროებების მიხედვით დავგეგმოთ – ცქიტიშვილი

11:31 სამშაბათი, 23 ივლისი 2019

„აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებსა და სოფლებში. შეხვედრების დროს მოსახლეობასთან ვსაუბრობთ მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და გვჭირდება ამ ინფორმაციის მოსმენა იმისთვის, რომ შესაბამისად დავგეგმოთ შემდეგი წლის ბიუჯეტი“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რომელიც იმერეთში, მაღალმთიანი სოფლების ნოღასა და გორდის მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

„ახლა სოფელ ნოღაში ვიმყოფებით და ამ სოფელზე გადის ძიძილეთი-გორდი-ნოღას გზა. ეს არის ახალი გზა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ იმერეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ გზის მეშვეობით ოკაცეს კანიონთან და გორდის თემთან დაკავშირება ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, უშუალოდ ამ სოფლებზე გაივლის ის ტურისტული გზა, რომელიც მისცემს სოფლის მაცხოვრებლებს საშაუალებას მოიზიდონ მეტი ტურისტი და ჩაებან ტურისტულ საქმიანობაში - გახსნან საოჯახო სასტუმროები ან სოფლის მეურნეობის პროდუქციით მოემსახურონ ტურისტს და ამით მიიღონ შემოსავალი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

მისი უწყების ინფორმაციით, გზის მშენებლობაზე დასაქმებულია ნოღასა და გორდის მოსახლეობა. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა ნაცვლად 60 კილომეტრისა, 9 კილომეტრი იქნება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]