პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონალური განვითარების გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია სიღარიბის დაძლევა.
„ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, ჯერ კიდევ ჩვენს რეგიონებში არის ასაშენებელი ისეთი ტიპის პროექტები, რომლებიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ეს არის: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომლებიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული, განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.
ამ მიმართულებითაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მე მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ 2022 წლის ჩათვლით, როგორც ჩვენ შევპირდით მოქალაქეებს, საქართველოს ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.