weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენა მის პოლიტიკურ გეგმებს არ უკავშირდება – თალაკვაძე

13:18 ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა არ უკავშირდება ხაზარაძის მიერ პოლიტიკური გეგმების შესახებ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაიხსენა პროკურატურამ ეს საქმე მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძემ პარტიის შექმნა დაანონსა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო.

„შესაძლოა, მან დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებული გაცილებით ადრე. ეს დროში წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. [...] შესძლოა, ეს საქმე „რუსთავი 2“-სთვის იყო თაროზე შემოდებული, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და საგამოძიებო ინსტიტუტების ფუნქციონირებას, ისინი მუშაობდნენ. ისევე, როგორც მუშაობდა მეორე მხარეც. მათ აქვთ კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები, რომლებიც იქნება დაცული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. საგამოძიებო უწყება მათ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძე შემოდგომაზე, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]