weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეშფოთებული ვართ ბრალის კონტექსტსა და დროის გამო – აშშ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

12:55 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ფოტო © RFE/RL მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ფოტო © RFE/RL

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას. საელჩოს შეშფოთებას გამოთქვამს „ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში გუშინ, 24 ივლისს დაიბარეს და ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარუდგინეს. ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს.

მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მათ მიმართ ბრალის წარდგენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]